Sunday, June 5, 2011

დოლჩე და გაბანა D&G

Sunday, June 5, 2011


   დომენიკო დოლჩე და ესტეფანო გაბანა გაბანა არც ისე იშვიათად ერთმანეთში ერევათ, ზოგი ფიქრობს, რომ ძმები არიან, ისეთებიც არსებობენ, სულაც – ერთი კაცი რომ ჰგონიათ. ეს ორი ადამიანი ბედისწერამ 1982 წელს, მილანში, ატელიეში მუშაობის დროს შეახვედრა.საბედისწერო ნაცნობობამდე თითოეული შემოქმედებითი და მოდის სიყვარულის საკუთარი გზით მიდიოდა. შემდეგ კი მსოფლიო მოდაში ორი, სრულიად სრულიად განსხვავებული, ქარიზმატული იტალიელი გაჩნდა, რომლებმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დუეტი შექმნეს. უცნაურია, ასეთ განსხვავებულ ადამიანებს ამდენი საერთო რომ აღმოაჩნდათ: დომენიკოსაც სტეფანოსაც კლასიკური ფილმები, ბაროკოს ეპოქა და კაცები უყვარდათ…ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო! დოლჩე და გაბანა სიყვარულშიცა და ბიზნესშიც პარტნიორები გახდნენ. ერთმანეთს ავსებდნენ და მხარს უმაგრებდნენ და პირველი კოლექციის შექმნისთანავე მოდის სამყაროში ტრიუმფით შეაღეს კარი. არც შემოქმედებითი და არც პირადი ცხოვრების დეტალებს საიდუმლოდ არ ტოვებდნენ.  პირველ კოლექციას “ნამდვილი ქალი” ერქვა (1986 წ). ბრენდი D&G კი1994 წელს წარადგინეს… მამაკაცის სამოსის, საცურაო კოსტიუმები, თეთრეული, აქსესუარები, ფეხსაცმელები, დახეული ჯინსების მოდა, ბიუსტჰალტერის საცვლიდან მშვენიერ სამოსად გადაქცივა, კოლექციებში წვრილწელიანი სამოსის შეტანა, მაქმანებიანი გრძელწინდები, გამჭვირვალე კაბა-კომბინაციები – სიახლით გაჟღენთილი ხაზები, და არა მარტო მაღალი მოდისთვის. პირველი არომატი Dolce&Gabbana Parfum 1992 წელს გამოვიდა და ქალბატონების გული ადვილად დაიპყრო; მოგვიანებით, 1996 წელს, Gabbana pour Homme ელეგანტური მამაკაცური არომატი გამოდის. ბრენდის ყველა სუნამო ულტრამოდურ ტენდენციებს იცავს, განკუთვნილია ახალგაზრდა და თანამედროვე აუდიტორიისთვის. 2006 წელს არომატს The One რეკლამას ჟიზელ ბიუნდჰენი უკეთებს. ხოლო 2008 წელს მამაკაცებისთვის გამოშვებულ The One for Man-ს კი – მეთიუ მაკკონაჰი. მილანური პატარა ატელიეს მილიონობით შემოსავლის მოდის იმპერიად გადასაქცევად წყვილს 10 წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდა.

No comments:

Post a Comment