Sunday, June 5, 2011

კოკო შანელი Gabrielle Coco Chanel

  
გაბრიელ  „კოკო“ შანელი (Gabrielle  “Coco” Chanel )  1910  დაიწყო ქუდების შექმნა პარიზში, სადაც ქუდების პირველი მაღაზია გახსნა. ემდეგ გახსნა მაღაზიები დოვილში და ბიარიცში. ამ პერიოდში დაიწყო ტანსაცმლის კერვა და 1916 წ. გახსნა მაღალი მოდის სალონი ბიარიცში, ხოლო 1920 წ. გადავიდა პარიზში.
 შანელმა ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტები გააერთიანა და შექმნა განსხვავებული სტილი ქალისთვის. თუმცა შანელი არ იყო ფემინისტი, პირიქით, ის მუდამ საუბრობდა ქალურობაზე და არა ფემინიზმზე. დიზაინშიც ქალურობას უსვამდა ხაზს. 1920–იან წლებში შანელის პატარა შავი კაბა იყო რევოლუციური დიზაინი.
ის პოპულარული გახდა პრაქტიკული ტანსაცმლით და საფირმო კოსტიუმით. შანელის ჟაკეტი არის მისი დიზაინერული ფილოსოფიის სიმბოლო.
შანელი ამბობდა: „მოდა მიდის, სტილი რჩება“ და „ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა“. და მან შექმნა მუდმივი მოდა. 
1921 წ. გამოვიდა შანელის სუნამო Chanel No. 5. ეს არ იყო უბრალოდ სუნამო, არამედ ქონდა თხევადი ოქროს ფორმა არტ დეკოს სტილის ბოთლში. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც ატარებდა დიზაინერის სახელს. ეს სუნამო სარგებლობს მუდმივი წარმატებით მის გამოგონების შემდეგ და არის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სუნამო.  შანელამდე ქალის სუნამო იყო მონოარომატული. მან კი შექმნა რთული, სინთეზური Chanel No. 5, რომელსაც არ ქონდა რომელიმე ერთი ყვავილის სუნი.პარფიუმი ასახავდა შანელის პიროვნებას, რაღაც აბსტრაქტულს და უნიკალურს. მერლინ მონრომ თქვა: „ძილის წინ ყოველთვის ვიპკურებ ორ წვეთ Chanel No. 5“.
 1983 წლიდან კი შანელის სახლის დიზაინერია კარლ ლაგერფელდი, რომელმაც შანელს კიდევ უფრო მეტად გაუთქვა სახელი და კომპანია კიდევ უფრო მომგებიანი გახადა.

No comments:

Post a Comment