Sunday, June 5, 2011

სად დაიბადა მოდა?

  სად იბადება მოდა? დღეს ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და მილანის, ნიუ-იორკის, ლონდონისა და პარიზს შორის არჩევანის გაკეთება. სამაგიეროდ, იმის თქმა ზუსტად შეიძლება, რომ ის ასზე ოდნავ მეტი წლის წინ სწორედ მდინარე სენის ნაპირზე გაჩნდა.მისი მშობელი ფრანგი კი არა, არამედ ინგლისელი- ჩარლზ ფრედერიკ უორთი იყო.
უორთმა პოპულარული გახადა კრინოლინი. შემდეგ ავტორიტეტულმა მკერავმა ტურნიური (კაბის უკანა კალთა, რომელიც ნაკეცებად არის „აკრეფილი“) გამოიგონა. სწორწდ ტურნიურებში გამოწყობილები შევიდნენ ქალები მეოცე საუკუნეში.
და მაინც, ვერც ერთი დიზაინერი ვერ გახდა ისეთი პოპულარული, როგორიც კოკო შანელი იყო, მან იცოდა, როგორ გაებედნიერებინა ქალი – მისი ტანსაცმელი კომფორტული, თავისუფლების მიმნიჭებელი იყო.მან ქალებს შესთავაზა შარვლები, ტრიკოტაჟის კოსტიუმები, დამოკლებული ქვედაბოლოები, პატარა შავი კაბები და კიდევ მრავალი დეტალი, რომელიც თანამედროვე გარდერობის საფუძველს წარმოადგენს.
30-იან წლებში პარიზელ ქალებს გამოგონებას გამოგონებაზე სთავაზობდნენ. ყოველ სიახლეს არaნხული აჟიოტაჟთ ხვდებოდნენ. ყიდვის შემდეგ კი სიხარულით გაოგნებულები, პირდაპირ ტროტუარზე იცმევდნენ „ძვირფას შენაძენს“.
ომის შემდგომმა 40-იანმა წლებმა კრისტიან დიორი ბუმით ჩაიარა. დიორის იდეებმა დეპრესიიდან გამოიყვანა და სიმხნევე დაუბრუნა დროებით ჩრდილში მოქცეულ დიზაინერებს. 50-იანი წლებიც დიზაინერების წარმატების წლები იყო: იხსნებოდა მოდის სახლები, მკვიდრდებოდა ქცევის ახალი წესები.
მაგალითად, იუბერ ჟივანშიმ, რომელმაც საკუთარი მოდის სახლი 1952 წელს გახსნა,დაიწყო სრული გარდერობის შქმნა თავისი უერთგულესი მეგობარი ქალის – ოდრი ჰეპბერნისათვის. მოდას დაუბრუნდა ომის გამო საქმისგან დროებით განზე გამდგარი კოკო შანელიც.
1962 წელს მსოფლიო ერთდროულად ალაპარაკდა დიზაინის ახალ ვარსკვლავზე – დიორის ახალგაზრდა მოწაფეზე – ივ სენ-ლორანზე. ლორანმა პირველმა გამოიყვანა პოდიუმზე შავკანიანი მოდელები, ქალებს გამჭირვალე ზედატანები შესთავაზა და მკერდი გაუშიშვლა, სრულყოფილებამდე მიიყვანა ქალის შარვლიანი კოსტიუმი. ივ სენ-ლორანს გაუჩნდა მუზა – კატრინ დენევი. კინოს ეს „ქალღმერთი“ ყოველ ჩვენებას პირველი რიგიდან ადევნებდა თვალყურს. დაახლოებით იმ დროიდან, სახელგანთქმული ვარსკვლავები დეფილეების მუდმივი მაყურებლები გახდნენ. 60-იან წლებში, პაკო რაბანმა თავისი ცნობილი კაბების შსაქმნელად პლასტმასი და ლითონი გამოიყენა.
პირველი ნეილონის კოლგოტების გამოჩენისთანავე, მერი კვენტმა მუხლს ზემოთ სიგრძის კაბები შემოიღო. უკვე ერთი წლის შემდეგ ანდრე კურაჟმა რადიკალურად დაამოკლა კაბები და ამით მსოფლიოში გადატრიალება მოახდინა. სულ რამდენიმე კვირაში ქუჩებში ულტრამოკლე კაბებში გამოწყობილი გოგონები დასეირნობდნენ. იმ წლების მოდის მიმდევარი ქალების ოცნება ახდა. დაიწყეს გახდომა, თმის ბიჭურად შეკრეჭა და თითქოს ბავშვური,მოკლე კაბების ტარება

No comments:

Post a Comment